არანაირი არჩევნები, არც რიგგარეშე და არც ისე, სააკაშვილის გუნდს არ უნდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის ეთერში განაცხადა.
„ნათელაშვილის ეზოში შეკრებილ გუნდს არ ჰქონდა რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ყველა იჩემებს, ცალკე ნათელაშვილი, ცალკე ბოკერია, რომ მათ უნდოდათ დაეთმოთ ევროკავშირისა და ამერიკისთვის და ჩვენ ეს სიტუაცია ხელით გვეჭირა. ტყუილია. მიზანი ჰქონდათ ყოველთვის, ჩემი ღრმა რწმენით დღესაც ასეა, რომ როგორმე ჩაეშალათ მოლაპარაკება და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იძულებული გახდნენ მიეღოთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევით. მოულოდნელად დამთავრდა მათთვის სანდო IRI-სა და NDI-ს გამოკვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის 90%-ს უნდა არჩეული დეპუტატი პარლამენტში იხილოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.