“ვაშაძემ ჰალსტუხი „აახია“ და კუჭავამ თანამდებობა“, - ასე ეხმაურება პარტია “გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას.
„კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. "ქართულმა ოცნებამ" სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა, თავად არჩილ თალაკვაძე კი ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლებს.