პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ამერიკელი სენატორების, რონ ჯონსონის, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარმოდგენილი ორპარტიული რეზოლუცია შეაფასა.
„ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია და მასში ორ პუნქტს გამოვყოფდი. პირველი - შაჰინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის წარმოადგენს „ლაკმუსის ქაღალდს“, რომლითაც ისინი მსჯელობენ, თუ საით მიდის დემოკრატია. მეორე - რეზოლუცია იხსნება შეთანხმების იმ მთავარი პუნქტით, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. ამაზე უფრო გასაგებად საუბარი ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან ძნელი იქნებოდა“, - აცხადებს ხელაშვილი.
სენატორებმა რიშმა, შაჰინმა და ჯონსონმა 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს.