„კახა კუჭავას ვინც იცნობს ყველა დამეთანხმება, რომ არის ძალიან განათლებული, ჭკვიანი, ევროპასა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით გამოცდილი, გაწონასწორებული და რაც მთავარია, ნეიტრალური პოლიტიკოსი“ - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილება არის დროული და საკმაოდ პრაგმატული.
„რატომ გადადგა და რატომ კუჭავა? მოკლედ შევეცდები ავხსნა (ჩემი აზრით). ამდენი თვეა, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურ კრიზისს ვუყურებთ, ამდენი თვეა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამდენი თვეა, ამ მოლაპარაკებაში ჩართულია პირადად თალაკვაძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პირდაპირი პოზიციებით. მოლაპარაკება დამთავრდა, პარლამენტი არის მრავალპარტიული და უკვე შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი ამოწურულია და ახლა ყველა გადადის სამუშაო და რაც მთავარია, ახალ მიდგომებზე, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება პარლამენტის ახალი მართვაც, რომელიც ბევრად ნეიტრალური იქნებოდა ვიდრე - ნებისმიერი, მოლაპარაკებაში უშუალოდ ჩართული ადამიანი და რაც მთავარია, ახალი სპიკერი, უკვე დროა, იყოს გამაერთიანებელიც. მიმაჩნია, რომ ბევრი კარგი რამის მომსწრენი გავხდებით ნელ - ნელა და პარტიის გადაწყვეტილებაც არის დროული და საკმაოდ პრაგმატული. კახა კუჭავას ვინც იცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ არის ძალიან განათლებული, ჭკვიანი, ევროპასა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით გამოცდილი, გაწონასწორებული და რაც მთავარია, ნეიტრალური პოლიტიკოსი. წარმატებები ჩემს ქვეყანას, უკვე ახალ გამოწვევებში“ - წერს ირაკლი ლატარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისიდან იკავებდა.