არჩილ თალაკვაძე: გუშინ „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან

არჩილ თალაკვაძე: გუშინ „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან

გუშინ ტელეკომპანია „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ წინა თვეებში გაკეთებული მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე მოუწოდებს მედიასაშუალებებს, რომლებმაც მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება გადაუმოწმებლად გაავრცელეს, შემდეგი შესაძლებლობისთანავე ამ დეზინფორმაციას ნათელი მოჰფინონ.

„პიროვნება, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი მედიასთან საჯაროდ ასახელებს, არ გახლავთ ჩემი ძმა, არც ოჯახის წევრი და არც ნათესავი. სახელიც კი არასწორად არის ნახსენები, რადგან ჩემი ძმის სახელია არა გელა, არამედ ავთანდილი. მედიასაშუალებებს, რომელთაც მისი განცხადება გადაუმოწმებლად გაავრცელეს, ვთხოვ, შემდეგი შესაძლებლობისთანავე ამ დეზინფორმაციას ნათელი მოჰფინონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.