შალვა პაპუაშვილი: „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ ცდილობენ დაფარონ ის, რასაც ნათელაშვილი პირდაპირ ამბობს

შალვა პაპუაშვილი: „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ ცდილობენ დაფარონ ის, რასაც ნათელაშვილი პირდაპირ ამბობს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობენ დაფარონ ის, რასაც შალვა ნათელაშვილი პირდაპირ ამბობს. მიდის პირდაპირი შეტევა აშშ-ის ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე, დასავლელ პარტნიორებზე. თანამშრომლობა და შეთანხმება არის ევროპული გზა, ხოლო დაყოფა, ქიშპი და პოლარიზაცია არის რუსული გზა“, - განაცხადა პაპუაშვილმა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ევროპარლამენტის წევრ მარინა კალიურანდს რუსი დეპუტატი უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში.