ჯიმ რიში: საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად

ჯიმ რიში: საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად

საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯიმ რიშმა.

„მე აქამდეც ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე უნდა შევაქოთ მათი ლიდერობისა და სიმამაცისთვის, რომლითაც ამ კომპრომისისთვის იმუშავეს ყველა ქართველის საკეთილდღეოდ, მაგრამ ჯერ ბევრი საქმეა დარჩენილი იმისთვის, რომ პოლიტიკური ნდობა და ძლიერი და აყვავებული საქართველო აღდგეს“, - აღნიშნა ჯიმ რიშმა.

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.