პროპაგანდა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მიმართულია ციხეში მყოფი კაცის, ნიკა მელიას წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა, ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა.
„ქართული ოცნებისა“ და მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ამოცანა არის, რომ როგორმე ჩაფარცხონ ის დანაშაული, რომელიც მოხდა 20 ივნისის ღამეს. მიგვაჩნია, რომ ის პროპაგანდა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის სრულიად დაუშვებელი და მიმართულია ციხეში მყოფი კაცის ნიკა მელიას წინააღმდეგ, რათა თავიანთი გადაწყვეტილებების სიმძიმე გადააბრალონ სწორედ მას“, - ამბობს წიკლაური.
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს. ეს მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია.