არც ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ასეთი კრიზისის პროვოცირებაში ვინც არის დამნაშავე, ის თვითონაც იგრძნობდა პასუხისმგებლობას,- აცხადებს „გირჩის" ერთ - ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი.
„ჩვენი შეთანხმება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა, ვიდრე ცესკო- ს თავმჯდომარის გადადგობა-არგადადგომაა. წესრიგი, რომელიც იქნება შემდეგი არჩევნების შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანი. თუმცა, თუ ადამიანიც გადადგება, ბევრად მეტი სანდოობა ექნება იმ რეფორმებს, რომელიც ამ შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს"- განაცხადა მეგრელიშვილმა.