აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით 28 აპრილს გამოვა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ჯო ბაიდენს შესაბამისი მიწვევა გაუგზავნა.
„გწერთ, რათა 28 აპრილს კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე მოგიწვიოთ, რომელზეც თქვენს ხედვებს გაგვიზიარებთ პრობლემების გადაჭრისა და ამ ისტორიული მომენტის შესაძლებლობების განხორციელების საკითხზე“, - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის წერილში.
თავის მხრივ, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მიწვევა მიიღო და კონგრესს 28 აპრილს მიმართავს.