ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპს 17 აპრილს, უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ, - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ცერემონია 15:00 საათზე, წუთიერი დუმილით დაიწყება.
„დაკრძალვის გეგმები შეესაბამება ედინბურგის ჰერცოგის პირად სურვილებს. გეგმები დამტკიცებულია დედოფლის მიერ და ასახავს მთავრობის შესაბამის რჩევებს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპე 99 წლისა გარდაიცვალა.