11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან პოლონური საპრეზიდენტო ავიალაინერი ჩამოვარდა. ავაიაკტასტროფის შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 96-ივე პირი. მათ შორის - პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე.
პოლონეთის მთავრობის წევრები, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, სმოლენსკში კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.
2011 წელს ინციდენტის გამოძიებაზე მომუშავე სახელმწიფოთაშორისო კომისიამ დაასკვნა, რომ კატასტროფა ეკიპაჟის შეცდომამ გამოიწვია. თუმცა, პოლონეთის მოქმედი მთავრობა ამ დასკვნას არ დაეთანხმა და სმოლენსკის კატასტროფის მიზეზების დასადგენად ალტერნატიული კომისია ჩამოაყალიბა.
2020 წელს პოლონეთის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში, რუსეთში ჩატარებული რემონტის დროს, ტროტილი განათავსეს.