ფრანგი თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი მამა მესამედ გახდა. მას ბავშვი დღეს შეეძინა, რის გამოც იძულებული იყო, რომ ესპანური კლუბის, „ბარსელონას“ ვარჯიში გაეცდინა.
როგორც Tribuna იუწყება, გრიზმანის 3-ვე შვილი, სხვადასხვა წლის ერთსა და იმავე დღეს, 8 აპრილს დაიბადა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ანტუანის ცოლმა ერიკამ, პირველად, 2016 წლის 8 აპრილს გოგონა სახელად მია გააჩინა, 3 წლის შემდეგ კი წყვილს ბიჭი შეეძინა.