ბრაზილიის სენატი გამოძიებას დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც პანდემიის მართვისას ხელისუფლების მხრიდან შესაძლო უმოქმედობა შეფასდება.
ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ სენატს ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დაავალა მას შემდეგ, რაც გამოძიების ჩატარება 31-მა სენატორმა მოითხოვა.
მოსამართლე რობერტუ ბაროზუს განცხადებით, გამოძიება შეეხება ფედერალური მთავრობის ქმედებებსა და უმოქმედობას ჯანდაცვის კრიზისის გაუარესების ფონზე.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 13 286 324 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 345 287 ადამიანი გარდაიცვალა.