ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ლიეტუვა ნატოს წევრებს უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას შესთავაზებს.
„უახლოეს დროში ჩვენ კვლავ უნდა მივმართოთ კოლეგებს წერილით, რომ უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობა განიხილონ. დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს შეუძლია გაიმეოროს თავისი შეთავაზება MAP-ის მინიჭების თაობაზე“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისათვის MAP-ის მინიჭება ძლიერი სიგნალი იქნება რუსეთისთვის.