აშშ რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ გაზარდოს დაძაბულობა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ძნელია საუბარი რუსეთის განზრახვაზე. აშშ განაგრძობს იქ არსებული სიტუაციის მონიტორინგს. აშშ-მა უკრაინას არალეტალური და ლეტალური იარაღი მიაწოდა, რაც მათ უკეთ დაცვის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ და შემდეგ დაძაბულობის დაწევისა და დესკალაციისკენ“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენმელმა.
1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.
30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.