ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას პრეზიდენტად კიდევ ორჯერ არჩევის უფლებას ანიჭებს

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას პრეზიდენტად კიდევ ორჯერ არჩევის უფლებას ანიჭებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანმონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პირს პრეზიდენტის თანამდებობის ორზე მეტჯერ დაკავების საშუალებას აძლევს.

ცვლილებების თანახმად, მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს ქვეყნის სათავეში ყოფნის ვადები გაუნულდებათ.

კანონში შეტანილი ცვლილება ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე იყოს.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი ვერ გახდება ადამიანი, რომელსაც წარსულში ორმაგი მოქალაქეობა ან საზღვარგარეთ ბინადრობის უფლება ჰქონდა.