ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების თანახმად, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია ამომრჩევლების ხმების 23.92%-ს იღებს. ამ მომენტისთვის ბულგართის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 30%-ზე მეტი დაამუშავა.

წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ ბოიკო ბორისოვს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება.