ვაშინგტონის პოლიცია: კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, ტერორიზმს არ უკავშირდება

ვაშინგტონის პოლიცია: კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, ტერორიზმს არ უკავშირდება

კოლუმბიის ოლქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის, რობერტ კონტის განცხადებით, კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, ტერორიზმს არ უკავშირდება.

„ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მომხდარი ტერორიზმს უკავშირდება. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და შევეცდებით დავადგინოთ, არსებობს თუ არა რამე კავშირი ამ ვერსიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა რობერტ კონტიმ.

კოლუმბიის ოლქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად საფრთხე არ არსებობს და სამართალდამცველები ბოროტმოქმედის მოტივების გარკვევას ცდილობენ.

დღეს კაპიტოლიუმთან ინციდენტი მოხდა. მას შემდეგ, რაც ავტომობილი პოლიციელებს დაეჯახა, მძღოლი მანქნიდან გადმოვიდა და პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტის შედეგად, ორი პოლიციელი და ბოროტმოქმედი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილის მძღოლი და ეღთ-ერთი პოლიციელი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

ამჟამად კაპიტოლიუმი და მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილია. ადგილზე ეროვნული გვარდია და პოლიციაა მობილიზებული.