დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაუშვა

დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაუშვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაუშვა.

ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა იმედი, რომ 2024 წელს კვლავ იყრის კენჭს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა უპასუხა:

შეგიძლიათ ამის იმედი გქონდეთ. ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. ჩვენი ქვეყნის წინაშე ვალში ვართ და ქვეყანას უნდა დავეხმაროთ.

25 მარტს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წელს მეორე ვადით იყრის კენჭს.