რომში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica წერს.
სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულები არიან იტალიის სამხედრო საზღვაო ძალების უფროსი ოფიცერი და რომში რუსეთის საელჩო სამხედრო თანამშრომელი.
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები 30 მარტს დააკავეს, როდესაც იტალიელი სამხედრო რუსს ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ დოკუმენტებს აძლევდა. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.