ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გადადგომის თარიღი დაასახელა

ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გადადგომის თარიღი დაასახელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თანამდებობას აპრილში დატოვებს. ამის შესახებ AFP წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფაშინიანმა განმარტა, რომ პოსტს მხოლოდ იმისთვის დატოვებს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და პირობა დადო, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში ქვეყანას უკეთ ემსახურება. არჩევნებამდე ფაშინიანი მთავრობის მეთაურის მოვალეობების შემსრულებლად დარჩება. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება სომხეთში 20 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში მთიან ყარაბაღში ომის შემდეგ გრძელდება. თებერვალში კი ვითარება უფრო გამწვავდა, მას შემდეგ რაც ქვეყნის გენერალურმა შტაბმა ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ერევანში ყოველდღიურად პრემიერის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები იმართება.