აშშ-ში სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტენესის შტატს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. სტიქია თავს ტენესის შტატს დაატყდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ქარიშხალს თან ძლიერი წვიმა დაერთო, რის შედეგადაც ქალაქი ნეშვილი და ახლომდებარე რაიონები დაიტბორა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი იმსხვერპლა. დატბორილი რაიონებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.