კახა კუჭავა: ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტისგან დიდი მხარდაჭერა ექნება

კახა კუჭავა: ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტისგან დიდი მხარდაჭერა ექნება

ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურათან დაკავშირებით ყველა საკმაოდ ერთსულოვანი ვიყავით. იყო ბევრი მიზეზი, მისი განვლილი გზა, გამოცდილება, რომელმაც განაპირობა, რომ ერთსულოვნად მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტისგან დიდი მხარდაჭერა ექნება და საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები, რომლის განხორციელებაში ის იქნება ლიდერი, რომელიც მთარობის საქმიანობას გააგრძელებს.

„თავიდანვე იყო ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წამოყენებული და თავიდანვე გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. თუმცა თავიდან იყო მოსაზრებებიც, როგორი კანდიდატურა უნდა ყოფილიყო, ვინ შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ ის პროცესი, რომელიც ჩვენს გუნდში ყოველთვის მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღების დროს, პირველ რიგში ასახავს იმ თავისუფლებას, რომელიც ჩვენ გვაქვს მოსაზრებების გამოხატვისას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.