მამუკა მდინარაძე: შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს ექნება და ის პრემიერი გახდება

მამუკა მდინარაძე: შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს ექნება და ის პრემიერი გახდება

დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უმრავლესობას გავაცანით. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით და დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს ექნება და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„კითხვის ნიშნები აქ არ არის, ეს არის გადაწყვეტილი, რადგან მას უმრავლესობის სხდომაზე ჩვენმა კოლეგებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.