სოზარ სუბარი ირაკლი ღარიბაშვილზე: მისმა კანდიდატურამ აღფრთოვანება გამოიწვია, ის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო

სოზარ სუბარი ირაკლი ღარიბაშვილზე: მისმა კანდიდატურამ აღფრთოვანება გამოიწვია, ის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო

ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, ძალიან გამოცდილი გუნდის წევრი და უნდა გითხრათ, რომ საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია ჩვენი გუნდის ძველ და ერთგულ წევრებში ისევე როგორც აბსოლუტური ერთსულოვანი იყო მხარდაჭერა უმრავლესობის წევრებისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი პირველი წუთიდან, როცა დაიწყო „ქართული ოცნების" ფორმირება და ჩამოყალიბება, ის იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბურჯი, მთავარი თანამებრძოლი ჩვენი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე დიდი რამ ალბათ, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომხდარა - ეს არის ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და თავდაცვის მინისტრად ყოფნის პერიოდში, მან ეს ხაზი გააგრძელა უკვე ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

Katana . არადა, რა სიხარულის ჟივჟივი ჰქონდათ ნაცებს - ეს ერთი გამარჯვება უკვე მოვიპოვეთ: ხელისუფლება ჩამოშლილია და ახლა ისღა დაგვრჩა, რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთო!..
არავის გახსენებია, რომ არსებობს ღარიბაშვილი, მათდამი განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეული :)))
4 წლის უკან