გიორგი გახარია გადადგომის მიზეზებს Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს. ის იმედოვნებს, რომ მისი ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციას შეუწყობს ხელს.
„ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არსებული კონფრონტაცია და დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე გადადგომა იმ იმედით, რომ შემცირდება პოლარიზაცია და მოხდება სიტუაციის დეესკალაცია“, - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი