ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პოლიტსაბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვისაც და გუნდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ გადაწყვეტილება სწრაფად მიეღოთ.
„თუ გავიხსენებთ ჩვენი პარტიის ყრილობას, ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ გამოირჩევა სხვა პარტიებისგან იმით, რომ ჩვენს გუნდში არის ბევრი ლიდერი. არის რამდენიმე ძლიერი ფიგურა და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. დღეს დადგა ის მდგომარეობა, როდესაც საჭირო გახდა გამოგვეკვეთა ის ლიდერი, რომელიც წაუძღვება ჩვენი გუნდის საქმიანობას, როგორც პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.