ნიკა მელია: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს

ნიკა მელია: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა, რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ, როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა, დამთავრებულია „ქართული ოცნება”, - განაცხადა მელიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

amo ვაი, რა მიამიტურად მსჯელობ. არ გინდოდათ გაწონასწორებული გახარია? მოვიდა მამალი!
4 წლის უკან