ანდრიუს კუბილიუსი: მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის

ანდრიუს კუბილიუსი: მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება. მისი თქმით, მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის.

„საქართველო არის გზაჯვარედინზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობა საფრთხის ქვეშაა. ყველა - მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის. ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველა მათგანს ეკისრება“, - წერს კუბილიუსი.