გივი მიქანაძე: უთანხმოების მიზეზი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იყო - სამწუხაროა, რომ გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

გივი მიქანაძე: უთანხმოების მიზეზი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იყო - სამწუხაროა, რომ გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

უთანხმოების მიზეზი და წყალგამყოფი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იყო - სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღესაც როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულება არ ხდება, იძულებითი აღსრულების ფორმა ევროკავშირის განვითარებულ სახელმწიფოებშიც ჩვეულებრივი პრინციპია.

„ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, კანონის პატივისცემასა და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ჩვენი ხელისუფლების მართვა სწორედ ამ პრინციპებზეა ორიენტირებული. პარლამენტის სხდომას, სადაც ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილებოდა, უმრავლესობის 88 წევრი ესწრებოდა და გუნდმა ერთიანი გადაწყვეტილება მიიღო. მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაში ერთიანია. გუნდი არის შეკრული. გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერმა მიიღო, როცა დაინახა, რომ აღსრულების საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა და უმრავლესობა სხვა პოზიციაზე იდგა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.