მე არა მგონია, რომ პროცესები შეიძლება წავიდეს რიგგარეშე არჩევნებისკენ და იმ სცენარებით, რომლებსაც აანონსებს ოპოზიცია, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, ხომ არ გამოიწვევს გიორგი გახარიას გადადგომა პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების ჩავარდნას, რასაც შემდეგ რიგგარეშე არჩევნები მოჰყვება.
„მე არა მგონია, რომ პროცესები შეიძლება წავიდეს რიგგარეშე არჩევნებისკენ და იმ სცენარებით, რომლებსაც აანონსებს ოპოზიცია. ამასთან დაკავშირებით გარკვევით დააფიქსირა გუნდის პოზიცია ირაკლი კობახიძემ და აქ კითხვის ნიშნების საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.