„გახარიას გადადგომა იყო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. მან ხელები შეაწმინდა კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს და ასევე მან მიანიშნა, რომ გავრილოვის ღამეც მისი ბრალი არ იყო. ასე რომ, უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია და ვადამდელი რიგგრარეშე არჩევნები არის მნიშვნელოვანი. ჯერ ვნახოთ „ქართული ოცნება“ ამაზე რას იტყვის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ ოპოზიცია მმართველი გუნდისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება.
„გახარიას გადადგომა იყო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. მან ხელები შეაწმინდა კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს და ასევე მან მიანიშნა, რომ გავრილოვის ღამეც მისი ბრალი არ იყო. ასე რომ, უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია და ვადამდელი რიგგრარეშე არჩევნები არის მნიშვნელოვანი. ჯერ ვნახოთ „ქართული ოცნება“ ამაზე რას იტყვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნიკა მელიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების დროებით შეჩერებას, დეკანოიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმე უნდა გაბათილდეს.
„სამართლებრივად ჩიხში არიან შესულები. ნიკა მელიას საქმე უნდა გაბათილდეს - ახალი შუამდგომლობით, სამართლებრივი მექანიზმებით, იმიტომ რომ ეს საქმე არ არსებობს. ეს არის გავრილოვის დავალებით შეთითხნილი საქმე“, - განაცხადა დეკანოიძემ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.