ნიკა მელიასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გუნდში იყო, თუმცა გიორგი გახარია იყო ის ადამიანი, რომელიც არწმუნებდა უმრავლესობის ყველა დანარჩენ წევრს, რომ ნიკა მელიას საქმეში უნდა აღსრულებულიყო სამართალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა. უმრავლესობის წევრის თქმით, სწორედ ყოფილი პრემიერი იყო ამ ყველაფრის ერთ-ერთი მომხრე.
„ამას დაგიდასტურებთ უმრავლესობის 90-ვე წევრი, რომელიც იყო უმრავლესობის სხდომაზე. გიორგი გახარია იყო ერთ-ერთი მთავარი მომხრე ამ ყველაფერის. შესაბამისად, სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ძალიან გასაკვირი (მისი გადაწყვეტილება)“, - აცხადებს სამხარაძე.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.