პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი სავარაუდოდ, ხვალვე დასახელდება

პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი სავარაუდოდ, ხვალვე დასახელდება

ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული, ახალი მთავრობის ფორმირებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.