გიორგი ვაშაძე: გაჩნდა იმედი, რომ დაპირისპირების გზით არ ვივლით და შეთანხმებისკენ წავალთ

გიორგი ვაშაძე: გაჩნდა იმედი, რომ დაპირისპირების გზით არ ვივლით და შეთანხმებისკენ წავალთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებმა უნდა დაასტაბილუროს ქვეყანა. ასე აფასებს ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას.

„გამოჩნდა იმის იმედი, რომ დაპირისპირების გზით არ ვივლით და შეთანხმებისკენ წავალთ. პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ გადაიდო აღსრულების ღონისძიება, პრემიერ-მინისტრი გადადგა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გარკვეული შედეგები მოგვიტანა. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ახალი ფაზის, რომელიც ყველას გვჭირდება - რიგგარეშე არჩევნებმა უნდა დაასტაბილუროს ქვეყანა“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

amo ელაპარაკე ახლა ამას
4 წლის უკან