ლევან ნიკოლეიშვილი: ყველანი უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში

ლევან ნიკოლეიშვილი: ყველანი უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში

სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მას ეკისრებოდა კანონის ფარგლებში და დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ვის ეყოფა კეთილგონიერება ოპოზიციური სპექტრიდან და რამდენად არ წავლენ ისინი სიტუაციის გაწვავებისკენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ის რაც ახლა „ნაცმოძრაობის“ ოფისში ხდება, ფაქტობრივად მიმართულია იმისკენ, რომ პოლიტიკური სპექტაკლი დაიდგას და საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრონ.

„სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო იმ დანაშაულთან შეფარდებაში, რაც მელიას ჰქონდა ჩადენილი. დანარჩენილი უკვე აღსრულების გადასაწყვეტია, თუ როდის დააკავებენ მას და როდის წარდგება ის მართლმსაჯულების წინაშე. ყველანი უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

amo კი ბატონო, მაგრამ საქმის აღვრას შერჩევითი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. ამის შედეგს ვიმკით ახლა. რა თავის ტკივილი აიტეხა ამით, ამას როცა ვერ ხვდები რა გინდა მაშინ ხელისუფლებაში. რის დამტკიცებას აპირებს ხელისუფლება ამით? შიდა მოხმარებისთვის აკეთებს და გარეთ საქმეს იფუჭებს?
4 წლის უკან