„დაელოდეთ, რას გავაკეთებთ“ - შედის თუ არა „გირჩი“ პარლამენტში

„დაელოდეთ, რას გავაკეთებთ“ - შედის თუ არა „გირჩი“ პარლამენტში

ახლოვდება დღე, როდესაც ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებიც დღემდე ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, დეპუტატის მანდატები გაუუქმდებათ. მნიშვნელოვანი თარიღის მოახლოვებასთან ერთად, ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ისმის შერბილებული ტონი და გარკვეულწილად, შედარებით ლოიალური განცხადებებიც. ანალიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ სესიაზე უმრავლესობა, რომელიც 2 თებერვალს უნდა გაიმართოს, ოპოზიციისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ჩააგდებს, რათა ოპოზიციურ სპექტრს კიდევ დაუტოვოს დრო, პოზიცია შეცვალოს.

ამის ფონზე და კიდევ იმის გათვალისწინებით, თუ რა განცხადებები ისმის კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან, შესაძლოა, რამდენიმე ოპოზიციონერი კვლავ ვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში. საუბარია „გირჩზე“, რომელიც გარკვეულწილად, იზიარებდა პარტია „მოქალაქეების“ პოზიციას. ვიცით, რომ ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში იმასაც აღნიშნავენ, რომ „გირჩი“ რეალურად „უკან მოსაბრუნებელ გზას“ იტოვეს, კერძოდ, პარტიის ლიდერები ცდილობენ დარჩნენ ოპოზიციის ნაწილად, თუმცა, ამასთან, ეძებენ მიზეზს, რომ საბოლოოდ პარლამენტში შევიდნენ.

გავიხსენოთ, პარტიის ერთერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ 2 თებერვლამდე (კენჭისყრის დღემდე) პარლამენტში მას ვერ ვიხილავთ, რადგან მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ მთელი ოპოზიცია შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ „გირჩს“ საბოლოოდ პარლამენტში ვიხილავთ და „გირჩელის“ ეს ბოლო განცხადებაც სწორედ ამის გამოძახილია.

თავად, იაგო ხვიჩია For.ge-სთან განმარტავს, „კითხვა იყო, 2 თებერვლამდე შევა თუ არა „გირჩი“ პარლამენტში, თუმცა ეს მთელ სურათს და კონტექსტს რატომ ცვლის, ცოტა გაუგებარია. იგი იმედოვნებს, რომ ოპოზიციონერთა დეპუტატის მანდატებს არ გააუქმებენ.

კითხვაზე, რა შემთხვევაში ვიხილავთ „გირჩს“ საკანონმდებლო ორგანოში, აღნიშნა: „როდესაც გაჩნდება პროპორციული არჩევნების შანსი, ბუნებრივი ბარიერით“.

იაგო ხვიჩიას განცხადებასთან დაკავშირებით, „გირჩის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველაფერი ცნობილი გახდება კეჭისყრამდე ერთი დღით ადრე:

„ამას სულ ვლაპარაკობთ... ჯერჯერობით ახალს ვერაფერს გეტყვით, ხვალ შეიძლება. ხვალ დაელოდეთ, რას გავაკეთებთ. როგორც იცით, ჩვენ ვთხოვეთ უმრავლესობის წევრებს, რომ დეპუტატის მანდატები არ შეეწყვიტათ. სხვადასხვანაირი განცხადება და ახნა, რატომ არ უნდა შეუწყვიტონ, ვეცადეთ, რომ მოგვეყვანა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „გირჩის“ წევრები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც ცდილობენ ოპოზიციაში იმიჯიც შეინარჩუნონ და პარლამენტშიც შევიდნენ.

„ერთხელ ითქვა, რომ არიან ოპოზიციის წევრები, რომლებსაც ცალსახად აქვთ გადაწყვეტილი ბოლომდე ბოიკოტირება. თუმცა, არიან წევრები, რომლებიც ეძებენ კარგ საბაბს შესასვლელად, რომ „არც მწვადი დაწვან და არც შამფური“ - პარლამენტშიც შევიდნენ და ოპოზიციური პარტიის სახელიც შეინარუნონ. ამ თვალსაზრისით, ხვიჩია არ წარმოადგენს გამონაკლისს. როგორც ჩანს, იგი იმათ რიგს მიეკუთვნება, რომელსაც სურთ არ გაიფუჭონ ოპოზიციური პოლიტიკოსის იმიჯი.

ველოდი, რომ არ იჩქარებდა „ოცნების“ პარლამენტი ამ გადაწყვეტილების (დეპუტატის მანდატების გაუქმების) მიღებას. თვითონ ირაკლი კობახიძემ თქვა თავის დროზე, რომ ვეცდებით, რაც შეიძლება დიდხანს დავუტოვოთ შემოსვლის შანსი ოპოზიციასო. აქედან გამომდინარე, მქონდა იმის მოლოდინი, რომ არ იჩქარებდნენ. ახლაც მაქვს ეს მოლოდინი. დიდად საჩქარო არაფერია და შეიძლება მეტ-ნაკლებად წყნარად ჩატარდეს ეს პროცესი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, „გირჩს“ საბოლოოდ პარლამენტში ვიხილავთ, თუმცა ეს არსებულ მთლიან სურათს ვერ შეცვლის.

„გირჩის“ ნაწილს ალბათ ვიხილავთ პარლამენტში, მაგრამ ამით რეალური ვითარება არ შეიცვლება. გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი. ამიტომაც, 5-6 ე.წ. ოპოზიციონერი დეპუტატის საქმიანობა ე.წ. პარლამენტში რეალურ სურათს ვერ შეცვლის“, - თქვა ჩიტაძემ.

For.ge-ს კითხვაზე, რა მოხდება 2 თებერვალს და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დეპუტატის მანდატები არ გაუუქმდეთ, აღნიშნა, რომ თავად ხელისუფლების ინტერესში შედის ეს არ მოხდეს.

„მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ნაწილი დაინტერესებულია, რომ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმდეთ. ხელისუფლებას ექნება საფუძველი თქვას, რომ ჩვენ გვყავს მრავალპარტიული პარლამენტი, უბრალოდ, ოპოზიციური პარტიის წევრები არ ესწრებიან სესიებს. ვფიქრობ, თავად „ოცნებაშიც“ აზრთა სხვადასხვაობაა“, - დასძინა ნიკა ჩიტაძემ.

Aburjga Tasmanieli ჩიტაძემ თვლა არ იცის 4+2+3=9 ეს კი ამბობს 5-6. ეს იმას ნიშნავს რომ მისდაუნებურად ამჟღავნებს თავის არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას!
ჩვენ არ გვჭირდება პარლამენტი, არც ერთპარტიული, არც ასე ხვეწნა-მუდარით შეკოწიწებული და არც არანაირი! გაგახსენებთ წინა მოწვევის პარლამენტში, რომელიც ასეთი შემოდი-არ შემოვალ პერიპეტიების გარეშე შედგა, ოპოზიციას ერთი კონსტრუქციული საკითხი არ დაუყენებია, ხოლო 20 ივნისის შემდეგ საერთოდ არ დასწრებია პარლამენტის სხდომებს, გარეთ დარბოდნენ სვისტოკით და ბოქლომებით, პარლამენტში ერთხელ დესანტიც კი შეგზავნეს და მყრალი ქაქი მოასხეს. მეტს მე ვერაფერს ვიხსენებ, მათი გაკეთებული კარგი საქმე მე არ მახსენდება. დიდ ხელფასებს კი ყველა იღებდა.
თითქოს რაღაც ვიწინასწარმეტყველე მაშინ როცა, ასე 3-4 წლის წინ სისტემატიურად დავიწყე წერა - საქართველოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვის ან ხანგრძლივი მორატორიუმის აუცილებლობაზე! დამერწმუნეთ, ეს არ იყო რაღაც მისნური წინასწარმეტყველება, ეს ემყარებოდა მეცნიერ დამკვირვებლის მიერ დროში განფენილი პოლიტიკური მოვლენის შესწავლას. უკანასკნელად დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე ასევე იმ მე-20 საუკუნის არასრული სამი წლის დამოუკიდებლობის ისტორიის ანალზმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველო როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა ვერ შედგება. ვინმეს რომ აინტერესებდეს დავიწყებდი ამ საკითხის საგნობრივ განხილვას, მაგრამ ვხედავ არ არის საჭირო, რადგან თუ ადამიანს დღევანდელი თვალნათლივი მაგალითიც ვერ არწმუნებს პოლიტიკური პარტიების შესახებ ჩემი დასკვნის მართებულობაში, აბა იმას მსჯელობა როგორ დაარწმუნებს?! რაც მალე ვიტყვით უარს ამ სულელურ, დასავლეთელი „სტრატეგიული მოკავშირეების თუ უბრალოდ კეთილსურველების“ მიერ ჩვენი ქვეყნის „პოლიტელიტისათვის“ თავს მოხვეულ დემოკრატიული პროცესის განვითარბაზე უკიდურესად საპარლამენტო ქვეყნის ჩამოსაყალიბებლად და დავუბრუნდებით ქართველი ხალხისათვის გენეტიკურად და მენტალურად მისაღებ ქვეყნის ავტორიტარულ, დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპეპზე დამყარბულ საპრეზიდენტო მმართველობის მოდელს, მით მეტი შანსი გვექნება გადავარჩინოთ ქვეყანა შემდგომი დაქუცმაცებისაგან, შემოვირიგოთ სეპარატისტული რეგიონები და ვიხსნათ ქართველი ერი გადაშენებიდან!
3 წლის უკან
ზაზა გირჩი...დამაცუეთ ყლეზე
3 წლის უკან