ოპოზიციის 51 დეპუტატი საპარლამენტო მანდატებს ქუჩის აქციებში ცვლის, ცნობილია ვის შეუწყდება უფლებამოსილება

ოპოზიციის 51 დეპუტატი საპარლამენტო მანდატებს ქუჩის აქციებში ცვლის, ცნობილია ვის შეუწყდება უფლებამოსილება

საქართველოს პარლამენტი 2 თებერვალს კენჭს უყრის 51 ოპოზიციის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა შემდეგი დეპუტატებისთვის იგეგმება: თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვა, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, აკაკი მინაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან ხაბეიშვილი, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თეიმურაზ ჯანაშია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს ვადის შესაბამისად, 27 და 28 იანვარს განიხილავს.

„უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად, ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მათ განცხადებებს ამ ვადის შესაბამისად, 27 და 28 იანვარს განიხილავს. შემდეგ, რეგლამენტის თანახმად წარედგინება ბიუროს და აქედან გამომდინარე უკვე, 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ახალი რეგულაცია, რომელიც პარლამენტში შემოდის, მხოლოდ და მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტში იმუშავებს და შემდეგ ჩამოყალიბებული პარლამენტი ძველი რეგლამენტის რედაქციით გააგრძელებს მუშაობას“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა დავტოვოთ ველი იმისთვის, რომ პარლამენტის 150-ვე დეპუტატს ჰქონდეს, თავისი გადაწყვეტილების გააზრების საშუალება.

„ამასთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მხრიდან დავტოვოთ ველი იმისთვის, რომ პარლამენტის 150-ვე დეპუტატს ჰქონდეს, თავისი გადაწყვეტილების გააზრების საშუალება. ამიტომ, რეგლამენტის ყველა რესურსი ბოლო წუთამდე მივიყვანეთ, რათა განხილვა თან კანონის ჩარჩოებში მომხდარიყო და თან ყველასთვის მაქსიმალური დრო დაგვეტოვებინა თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. სწორედ ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ საკომიტეტო სხდომებს 27 და 28 იანვარს ვატარებთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი ქუჩის აქციებით გააპროტესტებს. როგორც for.ge-თან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, ხელისუფლებამ ოპოზიციას სხვა გზა არ დაუტოვა, თუ არა ქუჩაში გამოსვლა.

„ხელისუფლებამ ოპოზიციას სხვა გზას არ უტოვებს, თუ არა ქუჩაში გამოსვლის. ხელისუფლებამ არჩევანი თავად გააკეთა. მათ ოპოზიციის შეთავაზება უნდა გაითვალისწინოს. თავის მხრივ ოპოზიციაც კომპრომისზე წავიდა. როდესაც ოპოზიცია შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა და როდესაც ხელისუფლება ამბობდა, რომ რიგგარეშე არჩევნებს არ ჩავატარებთო. კომპრომისი ნიშნავს რაღაც ნაბიჯების გადადგმას. ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი იყოს ის, რომ შევთავაზეთ პლებისციტი. პლებისციტი ნიშნავს შეკითხვებს გინდა თუ არა ხელახალი არჩევნების გამართვა?! ხალხმა რომ თქვას არ გვინდაო, მაშინ რა გამოვა?! გამოვა ის, რომ არ ჩატარდება. ანუ, ოპოზიცია რისკზე წავიდა. ამის შემდეგ, რისკზე ხელისუფლებაც უნდა წასულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ხისტად თქვა უარი. ბუნებრივია, რომ არც ერთი დეპუტატი პარლამენტში არ შევა. საუბარი მაქვს იმ 36 დეპუტატზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შედის. ჩვენ კენჭისყრას დაველოდებით. ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ ეს ასე მოხდებოდა. უკეთესიც არის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და გარკვეულობა იყოს. მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი, რომელმაც პრორუსული პარტია ხელოვნურ ოპოზიციად გამოაცხადა. ახლა კი ამ 4 კაცს ვიცე-სპიკერობასაც სთავაზობენ და თურმე, დანარჩენ 3-ს კი კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეობას. ამას პოლიტიკური მოსყიდვა ჰქვია“, - განუცხადა for.ge-ს რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას არასაპარლამენტო ფორმით აპირებს. ამას კი, სხვადასხვა ქალაქებში ქუჩის აქციებით აპირებენ.

„ქუჩა არის სიმბოლური სცნება. ქუჩა ნიშნავს, რომ ოპოზიცია მონაწილეობს ხელისუფლების შეცვლის არასაპარლამენტო ფორმით. ეს არის ქუჩის აქციები სხვადასხვა ქალაქებში, ეს არის საერთაშორისო პარტნიორებთან „ქართული ოცნების“ მხილება და პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში ერთხელ გამოხვალ და ამით ყველაფერი მორჩება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამ ქმედების გამო, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ჩაიშალა.

„ხელისუფლებასთან მოლაპარაკებამ აზრი დაკარგა. მთელი ოპოზიცია ერთიან პოზიციაზეა. ფაქტობრივად, ასე გამოდის, რომ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ჩაიშალა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ for.ge-თან საუბრისას.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებას, პარლამენტში შესვლის ბოიკოტთან დაკავშირებით, „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩიაც ეთანხმება.

„არც ოპოზიციის გარეშე და არც მათთან ერთად პარლამენტში არ შევალთ“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.

თუმცა, იაგო ხვიჩიასთვის ქუჩის აქციები და რევოლუცია მიუღებელია.

„სად არის აქციები და კარგი ცხოვრება?! სად ნახეთ აქციები, რომელიც როვოლუციისკენ მიდის?! შესაბამისად, არ მჯერა იმ სცენარის, რომ ოპოზიცია რევოლუციისკენ მიდიოდეს“, - განუცხადა იაგო ხვიჩიამ for.ge-ს.

For.ge-თან საუბრის შემდეგ, მმართველი გუნდის განცხადებას, 51 ოპოზიციის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, იაგო ხვიჩია სოციალური ქსელითაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „გირჩი“ პატარა პარტიაა და მათზე არაა დამოკიდებული შედგება თუ არა პარლამენტი.

„დღევანდელი საპარლამენტო ისტერია ძალიან ჰგავს კორონა ისტერიას. მაშინაც ყველა პოლიტიკოსი და საჯარო პირი შეიკრა ადამიანების საწინააღმდეგოდ და შედეგის გაუაზრებლად, უფიქრელად ჩაება სამყაროში ყველაზე უაზრო და სულელურ „დარჩისახლში“ კამპანიაში. მაშინ, ჩვენი ამოცანა იყო ადამიანებისთვის გვეთქვა სიმართლე, რომ ირგვლივ ყველა იტყუებოდა და არავისთვის დაეჯერებინათ.

სხვა საკითხია, დაგვიჯერეს თუ არა, მაგრამ ჩვენ ამ სწორი პოზიციის გამო პირნათელი ვართ საქართველოს მოსახლეობასთან. ზუსტად იგივე ხდება ახლა, არც „ოცნებას“ უნდა და არც ნაცებს ეს პარლამენტი შედგეს. ორივე მათგანი სინქრონულად ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს. ჩვენ ჯერ პატარა პარტია ვართ და სამწუხაროდ, ჩვენზე არაა დამოკიდებული, შედგება თუ არა ეს პარლამენტი.

„ქოცებსა“ და „ნაცებზეა“ დამოკიდებული და მათ არც ერთს არ უნდა, რომ შედგეს. ასეთ დროს ჩემი ამოცანაა, გითხრათ, რომ სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია. მე ყველაფერი გავაკეთე რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ როცა ყველა მზადაა საკუთარი ინტერესებს შეწიროს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, ჩვენნაირი პატარა პარტიის ძალისხმევა არაა საკმარისი“, - დაწერა იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში.

 

 

Ninja ნუ ბჟუტურებ სისულელეს იაგო. შედი და თუ რამე შეგიძლია, გამოიყენე საპარლამენტო ტრიბუნა.
3 წლის უკან
Maverick „ქუჩა არის სიმბოლური სცნება. ქუჩა ნიშნავს, რომ ოპოზიცია მონაწილეობს ხელისუფლების შეცვლის არასაპარლამენტო ფორმით"...აღნიშნა რომან გოცირიძემ for.ge-თან საუბრისას.

კუპონა მათხოვარო, ვერ ხედავ, რომ კუპონივით გაუფასურდით ნაცები, ქონიანი ნიჩბით დაგასრიალათ "ოლიგარქმა", ისე გიხმარათ და ჩაგრეცხათ ამ 8 წლის მანზილზე, რომ იმპტენტებად გაქციათ მთელი თქვენი პარტიული ბნელიტა, მიკრასკულ, ჩაკრასკულ, ჩასვრილიი სატელიტები და ჰამაც, თქვენივე ასო-ები ჩაგტენათ ხახაში!
3 წლის უკან
არაგველი641 მართლაცდა რა დღეში ჩაცვივდნენ ეს საცოდავები! ალბათ კანონმდებლობაც შესაცვლელია რომ მსგავსი აღარ მოხდეს შემდეგში.
3 წლის უკან