კანცელარიასთან სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმენებმა და პოლიტიკოსებმა ასევე სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან დაკავშირებული დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს შეზღუდვების მოსახსნელად 48-საათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტიებას გეგმავენ. გააუარესებს თუ არა ეპიდსიტუაციას ლოქდაუნის ერთბაშად მოხსნა?
როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა მდგომარეობას გააუარესებს. მისი თქმით, საპოვნია ოქროს შუალედი, რათა შეზღუდვების შემსუბუქება არც ასე ერთბაშად მოხდეს და არც ისე გვიან, როგორც მთავრობის 22 იანვრის გადაწყვეტილებაშია გაწერილი.
„ულტიმატუმით და 48 საათში შეზღუდვების მოხსნა ასე ადვილი არაა, თუმცა მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გასაგებია იმიტომ, რომ ეპიდსიტუაციის საგრძნობლად შემსუბუქებას ელოდნენ. ჩემი აზრით, შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, მაგრამ არა ერთბაშად 48 საათში, იმიტომ, რომ შეზღუდვების ასე ერთბაშად მოხსნა ეპიდსიტუაციას რისკებს შეუქმნის. მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ უფრო მეტად შემსუბუქება მოხდეს, ვიდრე ეს ამ ეტაპზეა გაწერილი, ოღონდ არა ერთბაშად და ულტიმატუმის საფუძველზე.
„ვისაც ეს შეზღუდვების დაწესება-შემსუბუქება ეხება, საკითხი კომპლესურად უნდა განიხილოს, მაგრამ ტრანსპორტის უფრო ადრე აღდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგდება, მეტი ავტობუსი იქნება და ავტობუსშიც და მეტროშიც წესრიგი დაცული იქნება და ჩვენ არ გვექნება ისეთი სიტუაცია, როგორიც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ იმაზე მეტი ადამიანი იყო კონკრეტულ ტრანსპორტში, ვიდრე ეპიდნორმებით დასაშვებია", - განაცხადა გოგინავამ.
კითხვაზე 48 საათში უცბათ რომ ყველა შეზღუდვები მოიხსნას რა ეპიდსიტუაციას მივიღებთ, გოგინავამ გვიპასუხა, რომ ეპიდსიტუაციას გააუარესებს.
„რას მივიღებთრთული სათქმელია, მაგრამ უცებ ყოველგვარი გეგმის და წინასწარი გათვლების გარეშე, ყველა შეზღუდვის მოხსნა რომ მოხდეს, ეს ეპიდსიტუაციას გააუარესებს, მაგრამ, ეტაპობრივად შეიძლება უფრო სწრაფად, ვიდრე ეს გაწერილია შესაძლოა ეს ყველაფერი მოხდეს, ანუ მე ოქროს შუალედის მომხრე ვარ,არც ერთბაშად მოხსნის, მაგრამ ამ ყველაფის იმაზე უფრო ადრე დაწყების, ვიდრე დაანონსებულია. „- განაცხადა გოგინავამ.