პარლამენტისკენ დაძრული ელისაშვილი და გაზაფხულზე გაბრაზებული ხალხის იმედად დარჩენილები

ალეკო ელისაშვილი პარლამენტისკენ დაიძრა. მართალია, ჯერჯერობით, როგორც მოქალაქე სტუმრის სტატუსში, მაგრამ თუკი „ოცნებასთან“ მოლაპარაკებები შედგება, ის და მისი თანაგუდელი ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ.

მას შემდეგ, რაც პარტია „მოქალაქეებმა“ ბრძოლის სტრატეგია შეცვალეს და „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დასაწყებად მზაობა გამოთქვეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ კაბინეტში მიიწვია.

„მოქალაქეები“ პარლამენტში იმის გასარკვევად მივიდნენ, რას ფიქრობს მმართველი გუნდი იმ ოთხპუნქტიან მოთხოვნაზე, რომელიც ოპოზიციას აქვს და რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილება.

პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. როგორც მოლაპარაკებიდან გამოსულმა მხარეებმა განაცხადეს, „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეხვედრა კიდევ შედგება. პარალელურად, პოლიტიკური სპექტრი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინშია, თუმცა თარიღი, როცა ოპოზიცია, მმართველი გუნდი და დიპლომატები ერთი მაგიდის გარშემო უნდა დასხდნენ, ჯერ ისევ უცნობია. არაა გამორიცხული, რომ შეხვედრა საერთოდაც აღარ შედგეს.

ოპოზიციის ნაწილი კვლავ გაზაფხულის და სოციალურ-ეკონომიკური პირობებით გაბრაზებული ხალხის იმედად რჩება. მათი თქმით, გაზაფხულიდან მასობრივ აქციებს დაიწყებენ და „ოცნება“ იძულებული გახდება რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. მათ „ოცნების“ შიგნით დაპირისპირების დაწყების იმედი აქვთ და ვარაუდობენ, რომ ბიძიან ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ეს მალე დაიწყება. „დასუსტებული“ მმართველი გუნდი კი ხელისუფლებიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მოქალაქეებისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების დროს ყველაზე მძიმე პოლიტპატიმრების საკითხი იყო.

მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო კანონმდებლობისა და ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს.

„გაირკვა ის საკითხი, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან, სერიოზულ დათმობებზე წასვლის მზაობა როგორც  წინა რაუნდებზე გამოითქვა, ახლაც ეს დათმობები დადასტურდა.

ყველაზე მძიმე იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, მაგრამ, ასევე, ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. მანამდე იყო 5 გვარი, იქიდან გამოვიდა 2. ძალიან მძიმედაა ეს საქმე. ჩვენ აქ დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, უბრალოდ, პოზიციების დასაზუსტებლად მოვედით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით მათი და „მოქალაქეების“ პოზიციები იმდენადაა დაახლოებული, რომ შეხვედრები, შესაძლოა, მოლაპარაკებით დასრულდეს.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „მოქალაქეებთან“ შეთანხმება შედგა, ის ღია იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც.

„პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია.

ჩვენ ამ მოლაპარაკების ფარგლებში კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა.

ეს არის, პირველ რიგში, ბარიერის დაწევის საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს არის უფრო დაზუსტებული რეგულაციები საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ეს არის ახალი ტექნოლოგიების შემოტანა საარჩევნო პროცესში.

პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილება პოლიტიკოსებს შორის არ მიიღება - პარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც უნდა წყდებოდეს, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ - არა, ეს არის მართლმსაჯულების საკითხი.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ეხება ცესკოს დაკომპლექტების წესს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც მონაწილეობს პროცესში და პარლამენტში შესულია, იყოს წარმოდგენილი, სხვა არაერთი საკითხი დგას დღის წესრიგში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად შევძლებთ შეთანხმებას. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ვისაც მიაჩნია, რომ ის სამართლიანი პირობები, რაც პირველ რიგში, გულისხმობს არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები გადავამოწმოთ ყველამ ერთად საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, პარლამენტში. ასევე, ჩვენ ვთვლით, რომ თუ ასეთი შეთანხმება შედგა, ის ღია იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ხელმოსაწერად, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შეთანხმებამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას სხვა ოპოზიციურ პარტიებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აბობს, რომ ალეკო ელისაშვილს ოპოზიციისგან განსხავვებული პოზიცია ჰქონდა, ამიტომაც ჯობდა ის თავის გზაზე წასულიყო და საკუთარი დღის წესრიგით ემოქმედა. თუმცა მიაღწევს თუ არა რამეს, ძალიან რთული სათქმელია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ოცნებამ“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რომ მიიღოს, მის დამტკიცებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება და მხოლოდ ელისაშვილის შესვლა ვერაფერს უშველის. ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომაც ელისაშვილს თუკი პარლამენტში შესვლა უნდა, მისი გადაწყვეტილება ლოგიკურია. ჯობია „ოცნებას“ თავად ესაუბროს და თუ არაფერი გამოუვიდა, იტყვის, რომ თავისას ეცადა.

„ის, რომ პირველმა შეხვედრამ თალაკვაძესთან შედეგი ვერ გამოიღო, გასაკვირი არაა. ეს ისეთი თემები და საკითხებია, რომ მას მხოლოდ ერთი შეხვედრა არ ეყოფა. თუმცა ელისაშვილს რისი იმედი აქვს, მიკვირს და მაინტერესებს. თუკი საუბარი საარჩევნო კოდექსზეა, მით უმეტეს სისტემაზე და ბარიერის პროცენტზეა ლაპარაკი, ამას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ელისაშვილის შესვლით უმრავლესობა ვერ შეიქმნება. ეს თემა, რომც განიხილონ, შედეგის თვალსაზრისით ნულის ტოლფასია. გადაწყვეტილება რაც ელისაშვილმა მიიღო, სწორია, რადგან მან თავისი პოლიტიკური მომავალი ასე დაინახა. შემდგომში რას და როგორ იზამს, ეს მასზეა დამოკიდებული. დიდ შედეგს ვერაფერს მიიღებს, მაგრამ იტყვის, რომ ვეცადე მაინცო. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია უნდა შევიდეს და პარლამენტი ახლა ყველაზე კარგი საშუალება იქნება იმისთვის, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილის იმედი, რომ გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი აქციები იქნება და ამით ისინი ხელს მოითბობენ, მცდარი შეხედულებაა. ძაბირაძე ამბობს, რომ გაზაფხულზე შესაძლოა სოცილურ-ეკონომიკური გაჭირვების ფონზე საზოგადოება მართლაც გამოვიდეს, მაგრამ ეს არ იქნება ფართომასშტაბიანი გამოსვლები, რომელიც ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას აიძულებს. მისი აზრით, ოპოზიცია იმ შედეგს ვერ მიიღებს რისი იმედიც აქვს.

„თუ სოციალური ფონი იმდენად დამძიმდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოგვარება ვერაფრით ვეღარ შეძლო, მაშინ კიდევ არის იმის ალბათობა, რომ პროტესტი გაძლიერდეს. თუმცა აქაც ეს არ იქნება იმის შედეგი, რომ ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და ამის გამო გარეთ ვინმე გამოვიდა. ველი იმას, რომ ოპოზიცია აქციებს დაიწყებს, მაგრამ ეს არ იქნება იმ დონის აქციები, რომ ხელისუფლებას რამე აიძულონ. თუ ხელისუფლების შიგნით ბრძოლა ძალაუფლების მოპოვებისთვის არ დაიწყო. ივანიშვილის წასვლის შემდეგ ეს მოსალოდნელია და ამაზე მან თავადაც ისაუბრა. თუმცა, ვნახოთ, რა იქნება, რთული სათქმელია. დღესაც და 2008-შიც იმას ვამბობდი, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო. ამ შემთხვევაში, თუ რაიმეს მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი, ესაა ხავერდოვანი რევოლუცია, რომელსაც ისევ და ისევ ხალხი სჭირდება.

მეორეც, ქუჩიდან მოსული ოპოზიცია ყველაფრის ბატონ-პატრონი ხდება. როცა რევოლუციით ოპოზიცია ხელში ძალაუფლებას იღებს, ამას ყველაფრის გაკეთების მორალური უფლება აქვს. ის უკონტროლო ძალაუფლებას იღებს. ამიტომ ეს ყველაზე კარგად „ნაციონალებმა“ და „ევროპელებმა“ იციან. მგონია, რომ ივანიშვილი რომც არ წასულიყო, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო. შიგნიდან უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთეს სიტუაციაში იყოს. თუ ქვეყნის დარდი გაქვს და არა საკუთარი პოლიტიკური მომავლის“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის „ოცნებასთან“ შეხვედრა და მოთხოვნების წაყენება, მხოლოდ სპექტაკლია და მეტს არაფერს ემსახურება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ელისაშვილის ბოლოდროინდელმა ისტერიამ აჩვენა, რომ ის ძალიან დაბალი შესაძლებლობის პოლიტიკოსია და მისი ავტორიტეტი საზოგადოებაში დაეცა. ამასთანავე ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე კარგი საშუალება და შანსია იმის, რომ მთლიანი ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და რეალურად ყველას აჩვენონ, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა.

„ეს უფრო სპექტაკლია და ამ მოძრაობებში შინაარსი დიდი არაფერი დევს. ელისაშვილს შესვლა რომ უნდა, ეს დიდ პრობლემად არ მიმაჩნია. თავისი გზაა აქვს და სადაც უნდა იქ წავიდეს. უბრალოდ, ესაა სანახაობა, რაღაც ემოციურად დაცლილი. წინა ისტორიამ, რომელიც „რუსთავი 2“-ში მოხდა, ელისაშვილი არცთუ კარგ როლს თამაშობს, მისი ავტორიტეტი საზოგადოებაში დაეცა. ის რა ტონალობითაც საუბრობდა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და საზოგადოების დიდ ნაწილში უარყოფითი ემოცია გამოიწვია. სიმულაციაა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება, თუკი ელისაშვილი შევა. რაოდენობრივად მინიმუმსაც ვერ აღწევენ. 100 კაცი უნდათ, იმისთვის, რომ პარლამენტის შესაძლებლობა გააფართოვონ. ელისაშვილმა ოპოზიციის ლანძღვა-გინებით რა გზაც გაიარა, მისი ლუსტრაცია მოხდა, ნებსით თუ უნებლიედ, „ოცნების“ აგრესიულ ლობისტად იქცა. ელისაშვილს ტალახში ჩაბიჯება უნდოდა და ეს სხვებთან ერთად უნდოდა, რომ გაეკეთებინა. რომ არ გამოსდიოდა, ბრაზდებოდა. „ოცნებამ“ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით იმაზე მაღალი ფასი გადაიხადა, ვიდრე არჩევნების შედეგების კორექტირებით შეეძლო გადაეხადა. ხელისუფლებაში ძალის ცენტრი აღარაა და დიდი ვაკუუმი გაჩნდა. ოპოზიცია რომ შესულიყო დე-ფაქტო აღიარებით, შეძლებდნენ, რომ ივანიშვილის წასვლა გაეფორმებინათ. ივანიშვილი ხალხს მოსწონდა თუ არა, ის იყო ძალის ცენტრი და სტაბილურობის გარანტი. ესაა რის გამოც ხალხი მას ენდობოდა. ამიტომ გარკვეული დათქმით ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. ოპოზიცია პოლიტიკურ ტაქტიკაზე კი არ ფიქრობს, არამედ სახის შენარჩუნებაზე. სწორედ ესაა შეცდომა, რომლითაც მოგებული არავინ იქნება“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.

ვახტანგ ძაბირაძე, გია ხუხაშვილი, ალეკო ელისაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი

ალეკო ელისაშვილი პარლამენტისკენ დაიძრა. მართალია, ჯერჯერობით, როგორც მოქალაქე სტუმრის სტატუსში, მაგრამ თუკი „ოცნებასთან“ მოლაპარაკებები შედგება, ის და მისი თანაგუდელი ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ.

მას შემდეგ, რაც პარტია „მოქალაქეებმა“ ბრძოლის სტრატეგია შეცვალეს და „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დასაწყებად მზაობა გამოთქვეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ კაბინეტში მიიწვია.

„მოქალაქეები“ პარლამენტში იმის გასარკვევად მივიდნენ, რას ფიქრობს მმართველი გუნდი იმ ოთხპუნქტიან მოთხოვნაზე, რომელიც ოპოზიციას აქვს და რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილება.

პარლამენტისკენ დაძრული ელისაშვილი და გაზაფხულზე გაბრაზებული ხალხის იმედად დარჩენილები

ლიკა ბერიკაშვილი