პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუკი სააკაშვილიც ივანიშვილის მსგავსად განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა ძალიან კარგს იზამს, ხოლო „ნაცმოძრაობაში" ამ მოსაზრებას „მრუდე ლოგიკას" უწოდებენ.
„სტარტეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის კომენტირებისას „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება. ვაშაძის თქმით, ის „ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო.
ვაშაძის განცხადებას „ნაცმოძრაობიდან" გამოხმაურებები მოჰყვა, პარტიის წევრის გუბაზ სანიკიძის თქმით, ესაა „მრუდე ლოგკიკა", რითაც „ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო".
პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კი თვლის, რომ ვაშაძე თვითონ უნდა შეეცადოს და „მოიპოვოს ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს სააკაშვილს", მისიცვე თქმით, საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლაა საჭირო და არა სხვისი გაწევა-გამოწევა.
რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ კარგი იქნება თუ ივანიშვილი და სააკაშვილი გაიწევიან პოლიტიკიდან და ეს გააჯანსაღებს სიტუაციას, ასე არ ხდება, ზღაპარში ხომ არ ვცხოვრობთ?! პოლიტიკა არის ასეთი სფერო, სადაც ძალით უნდა გაწიო ვიღაცები, არავინ საკუთარი ნებით პოლიტიკურ ძალაუფლებას არ თმობს, თუ არ დაიღალა და მართლა არ წავიდა, ჯერჯერობით დაღლის არაფერი არ ეტყობა არც ერთს და არც მეორეს - ასე კი ვაშაძის განცხადებას „მეტი თავისუფლება-გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა.
რაც შეეხება ანალიტიკოსების მოსაზრებას, როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ვაშაძე ამ განცხადებით ქულებს უფრო იწერს, რადგან ვაშაძემ იცის, რომ ასეთი განცახედებებით საკაშვილი არსად წამსვლელი არაა.
„სააკაშვილი გიორგი ვაშაძის მოთხოვნით არ წავა, ამით ვაშაძე უფრო ქულებს იწერს, ვიდრე რეალობას ამბობს, ისიც „ქართული ოცნებასავითაა".
„მიხეილ სააკაშვილი მეც და ყველასაც ნამდვლად მობეზრებული ჰყავს, ის პროცესებს ხელს უშლის, მაგრამ სააკაშვილი იმიტომაა სააკაშვილი, რომ არ მიდის, თორემ ის რომ წასულიყო ნორმალური ადამიანი იქნებოდა, ანუ ის წამსვლელი არაა.
„აგერ ნავალნი 17-ში მოსკოვში ჩაფრინდება, რეისი გამოაცხადა და დამხვდითო, ანუ კაცმა თქვა მივდივარო და მიდის, პირდაპირ ციხეში მიდის, სააკაშვილს კი ვაჟკაცობაც კი არ ჰყოფნის არჩევნების შემდეგ ჩამოვალო, არჩევნებმა ჩაიარა და ჩამოსვლაზე ხმა აღარ ამოუღია, ანუ იმდენად მითებში და ლეგენდებში ცხოვრობს, რომ მას ეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებდა.
„სააკაშვილის ფენომენი ისაა, რომ ისაა პოლიტიკური უკუღმართი ფიგურა და ვაშაძის არავითარი შეგონებებით ის წინ ვერ წავა, არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილზე მოწოდებებით, მის წასვლას ხელს ვერ შეუწყობს, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ხალხი დააჯერონ, რომ „ნაცმოძრაობას" ხმა არ მისცენ, სააკაშვილის წასვლის სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.
„ანუ ვაშაძე სააკაშვილის ამომრჩევლებს უნდა ელაპარაკებოდეს და არა სააკაშვილს, სააკაშვილმა კი 27% აიღო და ბედნიერია და 4%-იან ვაშაძეს რატომ უნდა დაუთმოს და დაუჯეროს? სააკაშვილის ლოგიკა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გაუგებარია, ის სახელმწიფოს აქცევს და ანგრევს, თორე თუ საქართველოს თავს დავანებებთ, მისი პოლიტიკა სწორია, ის წარმატებულია, მან ბევრი ქულა აიღო და დაბალპროცენტიანი პარტიების ლიდერებს რატომ უნდა უსმენდეს.
„თუ სააკაშვილს თვითმფრინავთან წითელი ხალიჩები არ დაახვედრეს, სააკაშვილი არ ჩამოვა, ანუ ვიდრე „ნაცმოძრაობა" საბოლოოდ არ გაიმარჯვებს, ვიდრე საქართველოში ამინისტიას არ გამოუცხადებენ და არ იტყვიან, რომ მასზე საქმეები დამთავრდა, მანამდე არ ჩამოვა, ესაა ზღაპარი, სააკაშვილს ძალიან ბევრ დროს ვუთმობთ, ქვეყანაში სხვა პრობლემებია."- განაცხადა ზაქარეიშვილმა.