6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმისას წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ნენსი პელოსის ლეპტოპი მოპარეს. ამის შესახებ მისმა თანაშემწემ დრიუ ჰემილმა განაცხადა.
„ლეპტოპი საკონფერენციო დარბაზიდან მოიპარეს. ნენსი პელოსი მას პრეზენტაციებისთვის იყენებდა“, - წერს ჰემილი Twitter-ის გვერდზე.
6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.