ვაშინგტონში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5-ს მიაღწია. კაპიტოლიუმის პოლიციამ ოფიცრის გარდაცვალება დაადასტურა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. ინფორმაცია უწების ვებგვერდზე გავრცელდა.
ბრაიან სიკნიკი 7 იანვარს გარდაიცვალა. დემონსტრანტებთან შეტაკების დროს ის დაიჭრა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოფიცერი კაპიტოლიუმის პოლიციას 2008 წელს შეუერთდა, ბოლო პერიოდში ის სწრაფი რეაგირების განყოფილებაში მუშაობდა.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა კონგრესმა მუშაობა მას შემდეგ გააგრძელა, რაც ვითარება კონტროლს დაექვემდებარა და ჯოზეფ ბაიდენი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტად დაამტკიცა.