Fox News: ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა შესაძლოა გაუჩინარდა

Fox News: ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა შესაძლოა გაუჩინარდა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ჩინელი მილიარდერი, კომპანია Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა ორ თვეზე მეტია საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. Fox News წერს, რომ შესაძლოა ჩინელი მილიარდერი გაუჩინარდა.

გამოცემა Yahoo Finance-ს ანგარიშს ეყრდნობა. ჯეკ მა ბოლოს მედიამ შანხაიში, 2020 წლის 24 ოქტომბერს საჯარო გამოსვლისას დააფიქსირა, როდესაც მან მთავრობას ეკონომიკური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.

ჯეკ მას 2020 წლის ნოემბერში მონაწილეობა უნდა მიეღო შოუში „აფრიკის ბიზნეს-გმირები“, თუმცა ის საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.

ჯეკ მას ქონება $58,4 მილიარდად არის შეფასებული. მან გაზაფხულზე განაცხადა, რომ ფონდიდან პანდემიასთან საბრძოლველად $14,4 მილიონს გამოყოფდა. მან ვაქცინის შესაქმნელად $2,15 მილიონი გაიღო.