კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა

კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა

აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ყველამ მოუსმინა ამ საუბარს? ეს ნამდვილად სასოწარკვეთილების ხმა იყო. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დაუფარავი და თავხედი ფაქტი“, - აღნიშნა აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მანამდე გაზეთ The Washington Post-მა დონალდ ტრამპსა და ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის მოძებნა მოსთხოვა, რათა შტატში მისი გამარჯვება დამტკიცდეს.

„ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს შემდეგია: მინდა 11 780 ბიულეტენი ვიპოვო, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში.