2021 წელს პარლამენტში შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციური პარტია ვიხილოთ - „ოცნებაში“ პარტიებთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ

2021 წელს პარლამენტში შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციური პარტია ვიხილოთ - „ოცნებაში“ პარტიებთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ

2020 წელი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმძიმესი წელი იყო, სადაც კრიზისი და პრობლემები ერთმანეთის მიყოლებით განვითარდა. პანდემიის პირობებში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ფონზე, პოლიტიკური კრიზისიც გამწვავდა, რომელიც ოპოზიციის არჩევნების ლეგიტიმურად არცნობის გამო გართულდა და მათი მტკიცებით გაყალბებული არჩევნების ფონზე ისინი პარლამენტში შესვლას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე არ აპირებენ.

როგორც ჩანს, ეს კრიზისი 2021 წელსაც გაგრძელდება, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკების მე-5 რაუნდიც უკვე 2021 წელს გაიმართება. ოპოზიციის ნაწილი კი მოლაპარაკების ალტერნატიულ ფორმულაზე საუბრობს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად გამოყენებას გულისხმობს და თუ „ოცნება“ 48%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს გაიმართოს.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ძალიან მალე ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა და მათ ის არგუმენტი, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს, აღარ ექნებათ.

„ერთი თვის წინ ცესკო და სახელმწიფო ამბობდა იმ შედეგს, რაც იყო არჩევნებზე და მთელი ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს მონაცემები სწორი არ იყო. მაშინ იყო შეკითხვა - რა უნდა შეიცვალოს? აღმოჩნდა, რომ გაირკვა სიმართლე, ჩვენმა პარტნიორებმა მოისმინეს ჩვენი არგუმენტები და დღეს ოპოზიციას ის არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდა, ხელში აღარ უჭირავს. მათ რეალურად ჩამოერთვათ ბრალდებები, რომელიც არაფერზე იყო დაფუძნებული.

ასევე ამბობდნენ, მარტო იქნებით პარლამენტში და ჩვენ მაინც არ შემოვალთ თუ ახალ არჩევნებს არ ჩაატარებთო, ამ შემთხვევაშიც, დღეს თუ კითხვა არის რა შეიცვლება? მე ვიტყვი - ძალიან ახლოს არის ის მომენტი, როდესაც ოპოზიციას ჩამოერთმევა ეს არგუმენტიც, რომ ისინი ჩვენ გვტოვებენ მარტო პარლამენტში, ვინაიდან, მე მგონია მოლაპარაკებების პროცესი ძალიან მალე მოიტანს იმას, რომ პარტიები შემოვლენ პარლამენტში, შესაძლოა ეს არ იყოს ყველა პარტია, მაგრამ რაღაც ნაწილი აუცილებლად შემოვა და პარლამენტი უკვე მრავალპარტიული გახდება“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 ხელისუფლება ადასტურებს, რომ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრა ჰქონდა და გარკვეული სახის მოლაპარაკებები მიდის.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე არ აკონკრეტებს, რომელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა აცხადებს, რომ მთავარი თემა საარჩევნო რეფორმა იყო. იმის დამადასტურებლად, რომ გარკვეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის სურვილი აქვთ, ირაკლი კობახიძეს მოჰყავს ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა მათგანმა პარლამენტში განცხადებაც კი შეიტანა ანაზღაურებასთან დაკავშირებით:

„თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, ამას იმიტომ არ ვიტყვით, რომ ეს იყო ორმხრივი შეხვედრები, რაც დიპლომატების თხოვნით გაიმართა და იყო კონფიდენციალური. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ არ ვიტყვით, ვის, როდის და რაზე შევხვდით. დანარჩენი გამოჩნდება ბოლოს, როდესაც შედეგები დადგება. ჩვენი მთავარი სასაუბრო პოლიტიკურ პარტიებთან არის საარჩევნო რეფორმა.

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ამიტომ გეუბნებით, რომ დეპუტატებს აქვთ სურვილი შემოსვლის, ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინგი და ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, ამისგანაც გათავისუფლდებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ასევე ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს, ოპოზიციის უმრავლესობასთან, ანუ 8-იდან 5 პარტიასთან, კონსულტაციები ელჩების გარეშეც ჰქონდათ. ირაკლი კობახიძემ ტელეეთერში განაცხადა, რომ პროცესში „ოცნების“ რამდენიმე წევრთან ერთად, პირდაპირ თუ ირიბად თავადაც მონაწილეობდა. უმრავლესობის ლიდერი ვარაუდობს, რომ 2021 წლის პირველ თვეებში 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტია შევა.

კობახიძის განცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში საბანკო რეკვიზიტები გადააგზანა. მას შემდეგ, რაც თემაზე კობახიძემ ისაუბრა, ინფორმაცია დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა ბაჩუკი ქარდავამ.

დიალოგს უშუალოდ ხელისუფლებასთან, ფასილიტატორების გარეშე ერთადერთი ოპოზიციური პარტია - „გირჩი“ არ უარყოფს.

ფასილიტატორების გარეშე „ოცნებასთან“ რაიმე სახის კომუნიკაციას გამორიცხავენ პარტია „მოქალაქეებისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები. ირაკლი კობახიძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

რა გახდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისული შეთანხმების წინაპირობა, ვერსიების მიუხედავად, კვლავ უცნობი რჩება. შეძლებენ თუ არა მხარეები პოზიციების დაახლოებას, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შემდეგ გაირკვევა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი შეწყდა და საერთო ენა ვერ მოინახა,  2021 წელს 2020 წელზე არანაკლები მძიმე წელი გვექნება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ ამ პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებსაც დავუმატებთ, რომელიც გაზაფხულზე კიდევ უფრო გამწვავდება, ხელისუფლებას ამ ყველაფერთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება.

მისი აზრით, ახლა ოპოზიცია უკვე შევა თუ არა პარლამენტში მოცემული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი დიდად აღარ შეიცვლება. კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება ყველა მიმართულებით და „ოცნებას“ მაქსიმალურად ყველანაირი ძალების დაძავბა მოუწევს, რათა სტაბილურობა შეინარჩუნოს. ხოლო აქვს თუ არა ხელისუფლბას ამის რესურსი, ყველაზე დიდ პრობლემას ანალიტიკოსი ამ მიმართულებით ხედავს.

„მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია და ხელისუფლება, ეს ქვეყანას პრობლემებიდან ვერ გამოიყვანს. პოლიტიკური სიტუაცია რომ დასტბილურდეს, მაშინ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა ამ საარჩევნო სისტემით და ამ ადმინისტრაციით, ისევ პრობლემებს შექმნის. ამიტომაც პოლიტიკური პროცესები მთელი ერთი წლის განმავლობაში რა დათმობაზეც არ უნდა წავიდეს ხელისუფლება ან ოპოზიცია, მაინც დროში გაიწელება.

 ყველაზე წონადი არგუმენტი რაც შეიძლება ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზოს და რის შედეგადაც ნაწილი მათგანი შესვლაზე დაითანხმოს, ეს არის საარჩევნო კოდექსი და სისტემური ხასიათის ცვლილებები. ამ ცვლილებებს კი საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ამიტომ ხელისუფლებას 113 ხმა სჭირდება. თუ პარლამენტში 23-დან 30 კაცამდე მაინც არ შევიდა, მაშინ მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერის შესვლას იქ უკვე აზრი აღარ აქვს. ოპოზიციას გაუჭირდება მერე უკვე ახსნა, რა გახდა მისთვის მნიშვნელოვანი მიზიდულობის ძალა, რის გამოც იქ შედიან. პოლიტიკურ ჭრილში ამ პარტიებისთვის მომგებიანი მაინც ვერ იქნება“, - აცხადებს ძაბირაძე და დასძენს - პროცესი ახლა რომ იწყებოდეს, ყველაზე კარგი და სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ამ პარტიებს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიეღოთ, რადგან მათ ექნებოდათ შანსი, მესამე პოლიტიკურ ძალადაც კი ჩამოყალიბებულიყვნენ. ძაბირაძე აცხადებს, რომ დღეს თამასა იმდენად არის მაღლა აწეული, რომ თუ რამე წონადი ფაქტორი არ დადეს, მაშინ მათ პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს. ოპოზიციას მანამდე უნდა ეფიქრა, რომ ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში გადარჩენის თავი მხოლოდ ნაციონალებს აქვთ და მათ ამის გამო პოლიტიკური ფასის გადახდაც მოუწევთ.

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიზისი უკვე არის, ამიტომაც არ ელის, რომ მომავალ წელს ამაზე მეტად კიდევ რაიმე შეიძლება გამწვავდეს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ახლა პოლიტიკურად კრიზისის პლატოზე ვიმყოფებით, რომელიც დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდება. ყველაფერი უკვე თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. ანალიტიკოსი ელის, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს და მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადება. ეს დაძაბულობა კი გაგრძელდება. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ მაინც შეცდომა დაუშვა, რადგან პარლამენტში არ შევიდა, ხოლო ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ ეს არ შეიმჩნიოს.

„ახლა მთელი ძალისხმევა და ფული დაიხარჯება იმაზე, რომ „ოცნებამ“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებშიც გაიმარჯვოს. თუ დამარცხდა, მერე შეიძლება ვადამდელ არჩევნებზე საუბარი იყოს. არ მგონია, რომ ოპოზიციამ ამ ხნის განმავლობაში რამე წარმატებას მიაღწიოს და ვადამდელ არჩევნებს ხელი გამოკრას. ეს დაძაბულობა, რაც ახლა არის, შემოდგომამდე დარჩება. ოპოზიციამ გაზაფხულზე გამოსვლები დააანონსა და ამის პარალელურად ზაფხულში წინასაარჩევნო მზადება დაიწყება. ხალხი ქუჩაში დიდად არ გამოვა და არ ველი, რომ რამე განსაკუთრებული მასობრივი აქციები იქნება. შეიძლება ბევრს „ო ცნება“ არ მოსწონს, მაგრამ გამოსავალს ვერც ოპოზიციაში ხედავენ. ხალხი ოპოზიციას ქუჩაში არ გამოყვება, ამიტომ არ ველი, რომ შემდეგი წელი კიდევ უფრო დაძაბული და უარესი გვექნება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

 

MCL მე ქართულ ოცნებას რომ ვუყურებ, მწარედ მეცინება. მე სიცოცხლის რისკის ფასად მივეცი ხმა მაგ მათხოვრებს, რომ იქნებ საქართველო დაეხსნათ ნაცისტებისგან და ევრონაცისტებისგან, მაგრამ ამათმა დაიწყეს მათთან მეგობრობა და ფულის ერთად კეთება.

ნაცისტები და ევრონაცისტები იმიტომ არიან ასეთი გახრწნილები, რომ მათი დედებიც ასეთი გახრწნილები იყვნენ და მამებიც. ნაცისტების და ევრონაცისტების პირველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტი სწორედ მათ მშობლებთან შედგა და მაგის მერე აღარც ჰქონიათ ჰეტეროსექსუალური კონტაქტი და სულ ჰომოსექსუალურ კონტაქტებზე არიან გადასული. ამიტომ გამოიყურებიან, როგორც ღორები და იქცევიან ისე, როგორც ღორები. რაც მთავარია, ყველას განავლის სუნი ასდით, გასაგები მიზეზების გამო.

მე ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, მაგრამ არ ვამადლი ამას ჩემს ქვეყანას. იქნებ გავაღწიო აქედან და მეორედ მე აქ ჩამომსვლელი არ ვარ. არც ამათი პენსია მინდა და არც სხვა რამ. თუმცა განა ასეთი რა გაუჭირდა ქართულ ოცნებას, რომ ვერ დამიცვას ამ გათახსირებული ნაცისტებისგან და ევრონაცისტებისგან.

რომ დავთვალო, რამდენი წესიერი, ნიჭიერი და მშრომელი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან იმის გამო, რომ ნაცისტების და ევრონაცისტების გარდა არავის არ იცავს ეს სახელმწიფო, შეიძლება გული გამისკდეს. ამ ადამიანებს იმდენი კარგის გაკეთება შეეძლოთ ამ ქვეყნისათვის, რომ ეცლიათ. მაგრამ მაშინ ნაცისტებს და ევრონაცისტებს თავიანთი ტაკუნებისთვის მოოქროვილ ფალოიმიტატორებს ვეღარ შეიძენდა ჩვენი სახელმწიფო.
3 წლის უკან