დომხალი ოპოზიციაში - ანალიტიკოსები ნაციონალებს ორად გაყოფას, ევროპელებს გაქრობას უწინასწარმეტყველებენ

დომხალი ოპოზიციაში - ანალიტიკოსები ნაციონალებს ორად გაყოფას, ევროპელებს გაქრობას უწინასწარმეტყველებენ

ოპოზიციაში დიდი გადაადგილებები იწყება. როგორც ჩანს, ე.წ. ერთიან ოპოზიციაში პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე აზრთა სხვადასხვაობაა და შიდაპარტიულ დონეზე ურთიერთობები მწვავდება. როგორც ცნობილი ხდება „ევროპულ საქართველოს“ ელენე ხოშტარია ტოვებს. ამასთანავე უკვე ცნობილია, რომ ნაციონალების ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.  ანალიტიკოსები for.ge-სთან საუბრისას ვარაუდებს გამოთქვამენ, რომ რადიკალურ გზაზე წასულ ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება კიდევ გაღრმავდება.

მელია მხრიდანაც, როგორც უფრო რადიკალური ლიდერისგან, ნაციონალებშიც პარტიულ დაძაბულობას უნდა ველოდოთ. მათი აზრით, 2021 წელი ოპოზიციაში დიდი გადაადგილებების და მოძრაობის წელი იქნება, რომელიც გარკვეული სიუპრიზებითაც კი იქნება გამორჩეული. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ევროპელები საერთოდ დაიშალონ, ხოლო ნაციოანლები ორ ჯგუფადაც კი გაიყვნენ. მსგავს რყევებს „ლელოშიც“ ელიან, რადგანაც პარტია კიდევ ვერ ჩამოყალიბდა რეალურად რიგგარეშე არჩევნები უნდათ 2022 წელს, თუ საერთოდ, საბოლოოდ რა გზას დაადგებიან. ამიტომ ეს გაურკვევლობა რიგი პოლიტიკოსებისთვის მიუღებელი იქნება და ცალკე მოქმედებებს დაიწყებენ.

რა უნდა გაიგოს ამომრჩეველმა ამ დაპირისპირებებიდან და არის თუ არა ეს ჯანსაღი პროცესი? დაპირისპირებულმა და დაქსაქსულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ხელისუფლების დამარცხება როგორ უნდა შეძლონ, როცა პირინციპულები და თანმიმდევრულები თავიაანთ მოთხოვნებში თავად არ არიან?

„ლელოს“ პოზიცია ირაკლი ოქრუაშვილმა სოცილურ ქსელში ლექსად გააკრიტიკა და მამუკა ხაზარაძეს მხდალი უწოდა.

„მამუკა ხაზარაძეს: თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი! მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი“... 2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

„ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ალტერნატივამ უკვე დრო მოჭამა, სიახლე აქაც საჭიროა და სიახლის როლზე შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა. მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წინასაარჩევნო ბლოკებს ან კოალიციებს აღარ გეგმავს და სურს „მძლავრი მესამე ცენტრი“ შექმნას, სადაც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლებს.

ელენე ხოშტარიამ კი „ევროპული საქართველოს“ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ პარტიას ტოვებს. მისი თქმით, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს.

„მინდა დავიწყო მადლობით „ევროპული საქართველოს“ მიმართ. ესაა გუნდი, რომელშიც მე პრაქტიკულად დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება... პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. სათქმელიც არ არის, რომ არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში - ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი ძალის შექმნა. ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე, მტკიცე, ერთიანი, პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას“, - თქვა ხოშტარიამ.

ბრიფინგამდე ელენე ხოშტარიამ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან კონფლიქტს არ უკავშირდება.

ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზე და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავამჯდომარეზე for.ge-სთან ისაუბრა. აბაშიძე ამბობს, რომ ნიკა მელია არსობრივად აბსოლუტურად რადიკალური და დესტქრუციული ოპოზიციონერი ლიდერია. მას სასმართლოს მიერ აქვს კონკრეტულ ბრალდებებზე ბრალი წარდგენილი და ამაზე პასუხი უნდა გასცეს. ხოლო, ადრე თუ გვიან, თუკი მისი დაპატიმრება მოხდება, ის პოლიტპატიმრად ვერასდროს ჩაითვლება, როგორც გიორგი რურუა. რაც შეეხება მელიას პარტიის თავმჯდომარეობას, ანალიტიკოსი წუხს, რომ ინტელექტუალური თვალსაზირისით პარტიაში ასეთი დეფიციტია. გრიგოლ ვაშაძის ფონზე, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე, საკმაოდ სუსტად გამოიყურებიან.

„ვაშაძის მომხრე ვერასდროს ვიქნები, მაგრამ მასთან შედარებით, ნიკა მელიას ინტელექტუალური პოტენციალი ძალინ მცირია. რაც შეეხება მელიას თავმჯდომარეობას, თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო დაჩქარდება. ის ანტაგონიზმი, რომელიც „გირჩის“ შემთხვევაში საჯაროდ ვიხილეთ, შეიძლება ნაციონალების დაპირისპირებასთან მონაგონი იყოს. ბევრი უკმაყოფილო ლიდერი ხმამაღალა სუაბარს დაიწყებს. ეს იქნება საჯაროდ გამოსვლა თუ მედიით, ადრე თუ გვიან, ეს ნაღმი გასკდება, ამას კი მელიას თავმჯდომარეობა კიდევ უფრო დააჩქარებს. ამ პარტიის რადიკალურ-რევოლუციურ და რაღაცა პარტიზანულ ორგანოდ გარდაქმნას ველი. გარდა ამისა ველი, რომ პარტია დაიშლება და დაპირისპირებები კიდევ უფრო გამწვავდება“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოში“ დაწყებულ დუღილს და ელენე ხოშტარიას მიერ პარტიის დატოვებას, აბაშიძე ამბობს, რომ მსგავსი დაპირისპირებები და აზრთა სხვადასხვაობა სხვა პარტიებშიც მოსალოდნელია. ამის მიზეზად კი სამომავლო გეგმებს ასახელებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პარტიები თავად შიგნით ვერ თანხმდებიან რეალურად რა სურთ. ვის 2022-ში არჩევნები უნდა, ვინ გაზაფხულზე რევოლუციას აწყობს, ვინ პარლამენტში შედის. დიდი გაუგებრობა აქვთ, ამიტომ მსგავსი გადაჯგუფებები მოსალოდნელია.

„ხალხს და საერთაშორისო თანამეგობრობას ოპოზიციის ტელეპერფორმანსები ყელში ამოუვიდა. ამიტომაც ეუბნებიან, რომ შევიდნენ პარლამენტში და ხელისუფლებას იქ ედებატონ. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლას, რა თქმა უნდა, ამ პარტიის ასე სამარცხვინო კრახის შემდეგ, რაც მათ არჩევნებში დაემართათ, ეს მოსალოდნელი იყო. ვერ ვხვდები უგულავასა და ბოკერიას ლოგიკას, როცა მათ საკუთარი კანდიდატურები სამეგრელოში დააყენეს. სამარცხვინოდ 6% აიღეს. როდესაც თავადაც კარგად იციან, რომ საზოგადოებაში არაპოპულარულები არიან და პირიქით, მათ მიმართ დიდი გაღიზიანება არსებობს, რატომ დააყენეს კანდიდატრები გაუგებარია.

ის, რაც პარტიამ და ინდივიდუალურად ლიდერებმა აჩვენეს, ფაქტია, პარტიამ სამარცხვინო კრახი განიცადა. შესაძლოა, სხვებიც წამოვიდნენ, რადგან ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. ამიტომ პარტიაში მხოლოდ ბოკერია, უგულავა, ბაქრაძე და ჩერგოლეიშვილი დარჩებიან. ესაა რაღაცა სექტა, რომელიც საერთოდ საკუთარი ამომრჩევლის გრძნობებეზე ვერ რეაგირებს. ამ პარტიას წარუმატებლობები ელის, ისევე როგორც სხვა პარტიებს. თუ „ლელომაც“ ასეთი პერფორმანსული ბოიკოტი გააგრძელა და არ ჩამოშორდა ნაცებს და ევოპელებს, მასაც იგივე ელის. ამ პარტიაშიც დაპირისპირება გარდაუვალია“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ასევე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციაში 2021 წელს დიდი გადალაგებები დაიწყება. მისი აზრით, ელენე ხოშტარიას მსგავსად ბევრი ოპოზიციონერი საკუთარი პარტიებიდან წამოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. ძაბირაძე ამბობს, რომ აშკარაა ოპოზიციის შიგნით სამომავლო გეგმებზე აზრთა სხვადასხვაობაა და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც სხვა პარტიებშიც რყევები დაიწყება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიცია რადიკალურ გზას დაადგა, ამიტომაც ბევრი პოლიტიკოსი ამ გზაზე დადგომისგან თავს შეიკავებს.

„რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ ამ დიდი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ოპოზიციაში მოძრაობა და გადალაგება დაიწყებოდა. ოპოზიცია რადიკალურ გზას დაადგა, ამის მომხრე კი, როგორც ვიცით, თავად შიგნით ბევრი პოლიტიკოსი არაა. ამიტომაც ვიხილეთ გრიგოლ ვაშაძის განცხადება და პარტიიდან წასვლა. ახლა იგივეს ევროპელების გარშემოც ვხედავთ. ეს მოსალოდნელი და ლოგიკური ამბავია. როცა ოპოზიციის სამოქმედო გეგმა რადიკალიზმია, იქ ბევრი ლიდერი ვერ გაძლებს. ევროპელებმა შეცდომა დაუშვეს, როცა ხოშტარიას ფაქტორი ვერ გამოიყენეს. მის მიმართ საზოგადოებაში აგრესია ნაკლებად არის, ამიტომაც პარტიას მისი ფიგურა კიდევ უფრო წინ უნდა გამოეტანა და ბილბორდებზე სამეულის ფოტოები უგულავას, ბოკერიას და ბაქრაძის კი არ უნდა გაეკრათ, ხოშტარიას და სხვა ისეთი ლიდერების წინა პლანზე წამოწევა უნდა მომხდარიყო, რომელთა სახელიც იმ წარსულთან და იმ რეჟიმთან ნაკლებ კავშირშია. ამიტომაც მიიღეს ის შედეგი რაც აქვთ. არაა გამორიცხული, რომ საერთოდ ევროპელებიც დაიშალოს“, - აცახდებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, რაც შეეხება ნიკა მელიას თავმჯდომარეობას, დიდი ალბათობით, მელიას ფიგურა ახლა სააკაშვილს და პარტიას იმ გეგემების განსახორციელებლად სჭირდება, რასაც ქუჩის აქციები ჰქვია. ამიტომაც მელიას კანდიდატურა ამ მიმართულებით იდელურია. ასევე სხვა „ანციოანლური მოძრაობის“ ლიდერებისგან განსხვავებით, მას ამ პარტიის ამომრჩეველში მეტი რეიტინგი აქვს. სააკაშვილისთვის შესაძლოა ეს არ არის საურთიერთოდ იდილური ლიდერი, მაგრამ იმ მიზნებისთვის, რასაც ამ ხელისუფლების ქუჩიდან დამარცხება და წინააღმდეგობის გაწევა ჰქვია, მელია საუკეთესო კანდიდატია. თუმცა ანალიტიკოსი არ ელის, რომ მელია სააკაშვილის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ შეასრულებს. ამიტომაც აქაც პარტიის შიგნით დაძაბულობას და დაპირისპირების მუხტის გაზრდას არ გამორიცხავს.

Aburjga Tasmanieli საქართველო დასავლური დემოკრატიის პირობებში სულ რაღაც 20-30 წელიწადში გაქრება როგორც სახელმწიფო, გაქრება რუკიდან! საჭიროა სასწრაფო კონსტიტუციური ცვლილება და საპარლამენტო რესპუბლიკიდან, საპრეზიდენტო მოდელში დაბრუნება. ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი ვერტიკალი, არავითარი ადგილობრივი თვითმმართველობა, ძლიერი მცირერიცხოვანი ჯარი, ძლიერი პოლიცია!. მომავალში კი ვისურვებდი საქართველოს რეალობზე მორგებულ ე.წ. სინგაპურის მოდელს, ჩვენს ქართველ კვანს!
3 წლის უკან
არაგველი641 Aburjga Tasmanieli - თქვენი აზრი ყურადღებას იმსახურებს და ალბათ ეგ საუკეთესო ვარიანტი იქნება ქვეყნისთვის.
3 წლის უკან