ნიკოლ ფაშინიანი: ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ფალსიფიცირებას არ აპირებს

ნიკოლ ფაშინიანი: ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ფალსიფიცირებას არ აპირებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ფალსიფიცირებას არ აპირებს.

„ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ფალსიფიცირებას არ აპირებს. ჩვენ სომხეთის ორ დიდ ქალაქში, კაპანსა და აბოვიანში წავაგეთ არჩევნები და ბერკეტები არ გამოგვიყენებია. თუ ოპოზიციას ეჭვი ეპარება, განვიხილოთ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, შევქმნათ შესაბამისი სანდო პირობები“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

23 დეკემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თანამდებობას მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით დატოვებს.

11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.