ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 28 776 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 28 776 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 28 776 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 561 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 2 906 503 შემთხვევა გამოვლინდა, 51 912 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 319 520 - გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.